პოლიტიკა
ქუთაისის მერიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის დავა სააპელაციო სასამართლოში 12 სექტემბერს განახლდება
ქუთაისის მერიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. მერიის სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე ყოფილ უფროსს სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა."ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

"სააპელაციო სასამართლო არ შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებას, ეს მშვენივრად მოეხსენება ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, რომლის ინიციატივითაც მოხდა რეალურად ჩემ მიერ მოგებული პროცესის გასაჩივრება. ეს არის დროის გაწელვის პოლიტიკა. ამ პროცესით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მე უკანონოდ, სრულიად უსაფუძვლოდ ვიქენი გათავისუფლებული სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით,"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლომ ირაკლი კიკვაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი, ნატა გოგიაშვილი იცავდა. სააპელაციო სასამართლოში კიკვაძის ადვოკატი კვლავ გოგიაშვილი იქნება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019