პოლიტიკა
"მინდა მივმართო საზოგადოებას და მოვუხადო ბოდიში"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განცხადება მედიისათვის შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მსგავსი რამ ქალაქის მერიის შენობაში არ უნდა ხდებოდეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ოპონენტები პროვოკაციებს აწყობენ და წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბვას ცდილობენ.

"მინდა მივმართო საზოგადოებას და მოვუხადო ბოდიში. საკრებულოს დეპუტატებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება. ოპონენტები ყველანაირი მეთოდით ცდილობენ წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ ვითარებაში ჩავლას შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია უკლება დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სცემეს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი გია უკლება აცხადებს, დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დაიწყო და უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომაზე ყოფნის უფლებას არ აძლევდნენ. საქმის გარჩევამ ფოიეში ამის შემდეგ გადაინაცვლა. როგორც უკლება განმარტავს, დაპირისპირების მიზეზად მმართველი ძალა მის მიერ სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩეველზე დაწერილ პოსტს ასახელებს. უკლებას აზრით, აღნიშნული ოცნების წარმომადგენლების განაწყენების რეალური მიზეზი არ არის და რეალურად ჩხუბი ქალაქის მერის კრიტიკას მოჰყვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ
საარჩევნო
13:48 / 22.11.2019
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო
13:46 / 22.11.2019
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მერიის ააიპების თანამშრომლებმა
პარტია
13:10 / 22.11.2019
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში,
ქუთაისში, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი
მხეიძის
13:01 / 22.11.2019
ქუთაისში, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას საქმიანობას
მოსახლეობა
12:23 / 22.11.2019
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას საქმიანობას მოსახლეობა
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი 5 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019