” “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები

მხდალად, ისე როგორც ჩვევიათ, დღეს ქუთაისის საკრებულოს წევრს, გია უკლებას დაესხნენე თავს ყოველგვარი მიზეზისა და მიზანის გარეშე,” – ასე გამოეხმაურა ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერიაში საკრებულოს დეპუტატების დაპირიპირებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

” “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები მხდალად, ისე როგორც ჩვევიათ, დღეს ქუთაისის საკრებულოს წევრს, გია უკლებას დაესხნენე თავს ყოველგვარი მიზეზისა და მიზანის გარეშე. აბსოლიტურად აღმაშფოთებელი ფაქტია იმიტომ, რომ ეს კერძო დეპუტატზე ან კერძო პარტიაზე თავდასხმა კი არ არის ან გაერთიანებული ოპოზიიციის. ესაა ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი იდეალების შეურაცხყოფა. საქართველოს მოქალაქეს მუდმივად უმეორებს ე.წ ხელისუფლება, რომ რეფორმების მეორე ტალღა მიდის, გასაოცარი დემოკრატიის პირობებში ვხოვრობთ. ერთი რამე მინდა გითხრათ. იდეების, ღირებულებების შეჯიბრებაში შეგეჯიბრებით, ძალადობაში ვერ ჩაგვითრევთ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ძალადობა”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება დღეს მოხდა. აღნიშნულის გამო საზოგადოებას ბოდიში მედიისათვის გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ მოუხადა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *