პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში ჩხუბში მონაწილე დეპუტატები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ
ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატები გამოკითხეს. დაკითხვიდან გამოსული "ნაციოანალური მოძრაობის" დეპუტატების თქმით, მათ პოლიციას მომხდარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ოპოზიცია ძალადობის მუხლის გარდა საქმეში კიდევ ერთი მუხლის დამატებას ითხოვს, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 

"იმ დროს გამიჭირდა თითოეულის აღდგენა ვინ იყო და რა იყო. პოლიციას აქვს კადრები. მათ შეუძლიათ გამოიტხოვონ ეს ყველაფერი და ამის დადგენა უმარტივესია. რაც შეეხება კონფლიქტის დაწყებას, მათი მთავარი პრეტენზია ჩემს მიმართ იყო პოლიტკური აქტივობის შეწყვეტა ქუთაისის საკრებულოში.",- განაცხადა გია უკლებამ. 

რამდენი და რომელი დეპუტატები იყვენენ "ქართული ოცნებიდან" გამოკითხვაზე დაბარებული  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შსს-ში ადასტურებენ რომ გამოკითხვაზე გუშინ ღამით იმყოფებოდნენ. 

რადიო "ძველი ქალაქი" საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა გააკეთებენ თუ არა მმართველ გუნდში კომენტარს ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსნებთ, რომ გუშინ მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის გამო საზოგადოებას ბოდიში მედიისათვის გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ მოუხადა.


შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების
ფუნქციონირებისათვის
14:16 / 23.10.2019
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება.
14:00 / 23.10.2019
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019