პოლიტიკა
"ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს"- არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს დეპუტატების ინციდენტზე
ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატზე ფიზიკურ თავდასხმას არსამათვრობო როგანიზაციები ეხმაურებიან. მათი განცხადებით სამწუხაროა,  არაერთის მოწოდების მიუხედავად, ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში კვლავ აქვს ადგილი ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინებას. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში, ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. მსგავსი ინციდენტი არაერთხელ მომხდარა ოზურგეთის, ზუგდიდის, ბორჯომის, თელავისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც.

მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას, სერიოზულ ზიანს აყენებს წარმომადგენლობითი ორგანოს რეპუტაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს.

მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ გამოძიების ეფექტურად წარმართვა და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია, ხოლო მმართველ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტებს, საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ წინასაარჩევნო აქტივობების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განხორციელებისკენ და არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებების წახალისება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და თანამდებობრივი მდგომარეობა წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მიიღონ ეფექტური ზომები მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის. ამ კუთხით, საჭიროა საკრებულომ შეიმუშაოს საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს წევრის ქცევის სტანდარტებს კოლეგებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას, და ასევე შეიმუშავოს ამ კოდექსის შესრულების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმები."- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეფორმების ასოციაცია , საფარი, საქართველოს გაეროს ასოციაცია და  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გმობენ. 

შეგახენებთ, "ქართული ოცნების" წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს შორის დაპირისპირება გიშინ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:01 / 14.12.2019
"დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა"-
მოძრაობა
16:32 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019