იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა

შავლეგო ტაბტაძეს კიდევ ერთი ახალი მოაგილე ჰყავს. მან დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე ბესიკ გოფოძე წარუდგინა. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას გაუწევს: იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

იმერეთის გუბერნატორს ორი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ დალაქიშვილი ჰყავდა, მთავრობის დადგენილებით კი მესამე მოადგილის შტატი დაემატა. 

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *