პოლიტიკა
"თქვენზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა პარლამენტი და იმედი ხვალინდელი დღის ქუთაისს"
"თქვენზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა პარლამენტი და იმედი ხვალინდელი დღის ქუთაისს." - ასე ეხმაურება იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაციარია პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს. მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქალაქს პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქცია შესძინა. 

"საპარლამენტო სტატუსით და პარლამენტის შენობით ქუთაისში, ჩვენ აღვასრულეთ თქვენი გადაწყვეტილება და თქვენი ნება-სურვილი - გქონოდათ პარლამენტი და შესაბამისად ღირსეული ადგილი, პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქცია საქართველოს უძველესს და ისტორიულ ქალაქს . თქვენზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა პარლამენტი და იმედი ხვალინდელი დღის ქუთაისს. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება რეფერენდუმი კითხვაზე გსურთ თუ არა ქუთაისს დარჩეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, შესაბამისად ღირსეული ისტორიული ადგილი დღევანდელ და ხვალინდელ რეალობაში. მე მჯერა რომ თქვენ ამ ბრძოლას მოიგებთ და მეც თქვენთან ერთად ვიამაყებ, რომ მომეცა საშუალება ერთი აგური მაინც დამედო ამ ულამაზესი ქალაქის აღმშენებლობის საქმეში." - აცხადებს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი. 


შეგახსენებთ, პარლამენტის ქუთაისიდან თბილიში გადატანა სრულად პირველი იანვრიდან იგეგმება. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიციო ჰაბის გახსნა იგეგმება .
| Print |