ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში

პარლამენტის დარჩენის შესახებ საკრებულოსგან განცხადების მომზადებას ითხოვს. როგორც ენმ-ში აცახდებენ, ქუთაისის საკრებულომ საკუთარი პოზიცია ნათლად უნდა დააფიქსიროს და ქუთაისის მერის მსგავსად, საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი არ უნდა შეიკავოს.

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკრებულოს ოცნების დეპუტატებსაც გააჩნიათ, რადგან ისინი ამომრჩევლებს უმტკიცებდნენ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან არ გადავიდოდა. ვთვლი, რომ საკრებულომ და ქალაქის მერმა ხმა უნდა ამოიღოს. ქუთაისმა უნდა შეინარჩუნოს ფუნქცია და განვითარების პერსპექტივა,”-განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა გიგა შუშანიამ.

გიგა შუშანიას განმარტებით, აღნიშნული განცხადება საკრებულოში ერთობლივ, მათ შორის ოპოზიციური ძალის მოსაზრებას უნდა მოიცავდეს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, საკითხი გარკვეული პროცედურის გავლას მოითხოვს და მისი დღის წესრიგში ჩასმა ვერ მოესწრო. მისივე განცხადებით, სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატებს განცხადებების დამოუკიდებლად გაკეთების საშუალება ექნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *