ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებები საკრებულოს რიგით მე-12 სხდომაზე დამტკიცდა. ცვლილებების საფუძველზე, საბჭოში გაჩნდა ახალი პოზიცია – საბჭოს მდივანი, განისაზღვრა წევრთა დათხოვნის და დამატების წესი, დაზუსტდა წევრთა რაოდენობის საკითხი და სექტორის მიხედვით საბჭოს წევრთა პროპორციული შეფარდება.

“დებულებაში ცვლილებები შევიტანეთ გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველზე. საბჭოს დებულება საბოლოოდ გაიმართა. რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულება უფრო ქმედითუნარიანს გახდის საბჭოს. უკვე საბჭო, სამაგიდო სამუშაოების მიღმა, გადავა კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაზე” – ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018 წლის სამოქმედო გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება. იგი გენდერული საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებასა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *