პოლიტიკა
"კრიტიკას ვერ უძლებს ქუთაისში არსებული გზების მდგომარეობა"
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გაწეული საქმიანობის 8 თვის ანგარიში საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, ქუთაისის მასშტაბით უკვე დასრულებულია 18 ობიექტის მშენებლობა და რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილია 8 მილიონ ლარზე მეტი.

გაწეული საქმიანობის ანგარიში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაფასეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგა შუშანია აცხადებს, მიმდინარე წელს მერიამ აქცენტი მეორეხარისხოვანი გზების მოწყობაზე გააკეთა და ცენტრალური ქუჩები უყურადღებოდ დატოვა.

"კრიტიკას ვერ უძლებს ქუთაისში არსებული გზების მდგომარეობა. წელს ძირითადად მეორე ხარისხოვანი გზების რეაბილიტაციაზე კეთდებოდა აქცენტი და ცენტრალური მიმართულებით არანაირი ნაბიჯი გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით თბილისის ქუჩას. სასწრაფოა, რომ მომავალი წლიდან მაინც დაიწყოს ცენტრალური გზების მოწყობა,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ოღასკურას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, იწმინდება და კაპიტალურად წესრიგდება მდინარის კალაპოტი, რაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019