პოლიტიკა
"ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა"-ჭიათურის მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზების შესახებ ახსნა-განმარტება ნადირაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნადირაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას ასახელებს.

"გარე დაპირისპირებების გამო, გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა, უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურებიც ხელს უწყობდა, მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები, მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს, ერთმანეთთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა გადავედით რა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე, დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები. ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება,"-წერია ჭიათურის მერის განცხადებაში.

პაატა ნადირაძე ამომრჩევლებს ნდობისათვის მადლობას უხდის და იმ პროექტების შესახებაც საუბრობს, რომლებიც ჭიათურის მერიამ მისი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში დაიწყო.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 5 - 19 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019