პოლიტიკა
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის მამა თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის ობიექტურ დასკვნას სთხოვს
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული სამტრედიაში მცხოვრები ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას მამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უყენებს. ჩაჩუა უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილი 31 წლის ჯარისკაცის მამა ამბობს, სამინისტრომ ექსპერტიზის პასუხები იმ მიზეზით გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადა. როგორც გია ჩაჩუა აცხადებს, მისი შვილის რეალური გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

"მივმართავ თავდაცვის მინისტრს, გამოიკვლიოს რით არის გარდაცვლილი ჩემი შვილი. ზოგი ამბობს რომ მოკლულია, ზოგი ამბობს რომ მოწამლულია. ვთხოვ იზორიას, ერთი კვირის ვადაში განიხილოს ჩემი შვილის საქმე,"-განაცხადა გია ჩაჩუამ.

ადვოკატის ლედი ტუკვაძის თქმით, ექპერტიზის დასკვნები და საქმის მასალები წინააღმდეგობაშია.

"თვეებია, თავდაცვის სამინისტროდან უპასუხისმგებლო განცხადებები ისმის. დაცვის მხარეს გვქონდა საშუალება, გვენახა საქმის მასალები. მასალები წინააღმდეგობაში მოდის ექსპერტიზის დასკვნასთან. დაკითხულია ძალიან ბევრი ჯარისკაცი, რომლებიც იმ წუთში იმყოფებოდნენ მირზა ჩაჩუასთან ერთად. ასევე ექიმები, რომლებიც უკეთებდნენ ხელოვნურ სუნთქვას. ეს ხალხი ამბობს, რომ არანაირ ალკოჰოლურ თრობას ადგილი არ ჰქონია,"-ამბობს ლედი ტუკვაძე.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა ექსპერტიზის ობიეტურ დასკვნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გია ჩაჩუა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, აქციების გამართვასა და სამტრედიაში არჩევნების ჩაშლას აანონსებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:01 / 14.12.2019
"დღეს ქუთაისი ხელისუფლების გარეშე დარჩა"-
მოძრაობა
16:32 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019