პოლიტიკა
"დუმილი ნიშნავს ამ მავნებლური გადაწყვეტილების მხარდაჭერას"- ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას პარლამენთან, აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ ქუთაისის საკრებულოს წევრებს სხდომის დატოვებისაკენ მოუწოდა. შუშანიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთება სთხოვა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს წევრები აქციაზე ერთად უნდა იდგნენ, რადგან დღეს ქუთაისის მომავლის ბედი წყდება.

"ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან ბევრი ადამიანი დგას იმისათვის, რომ დაიცვას ქუთაისის ღირსება. ქუთაისის უახლოესი მომავლის ბედი პარლამენტთან წყდება. მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, შეუერთდნენ აქციას. დუმილი ნიშნავს ამ მავნებლური გადაწყვეტილების მხარდაჭერას. დღეს დუმილი არის დანაშაულის ტოლფასი. ქუთაისში აღარ დარჩებიან ადამიანები. ქუთაისის ყველა გულშემატკივირს ადგილი არის პარლამენტთან,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს წევრებს პარლამენტის საკითხზე საერთო განცხადების მომზადება მეორედ სთხოვა, თუმცა, უმრავლეოსობამ კვლავ უარი განაცხადა.

დეპუტატმა სხდომა დატოვა და მიმდინარე აქციას შეუერთდა.

ქუთაისში პარლამენტის წინ აქციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მართავენ. ისინი პარლამენტის ქუთაისში დატოვებას მოითხოვენ.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019