პოლიტიკა
გია უკლება: გამოძიება ფაქტიურად დასრულებულია
გამოძიება ფაქტიურად დასრულებულია. აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში გია უკლებამ გააკეთა. დეპუტატი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე გუშინ ბოლოჯერ დაკითხეს. როგორც გია უკლება ამბობს, გამოძიებას თავდასხმაში მონაწილე პირები უკვე დაკითხული ჰყავს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ძალადობის ამსახველი კადრების შესწავლა მიმდინარეობს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მასზე თავდასხმის მიზეზად კვლავ პოლიტიკურ აქტივობას ასახელებს. უკლება აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატები მას ემუქრებოდნენ და ქალაქის მერისა და მმართველი გუნდისადმი კრიტიკის შეწყვეტას სთხოვდნენ.

"ეს იყო ჯგუფური ძალადობა, მოტივი კი მხოლოდ ჩემი პოლიტიკური აქტივობა იყო. ძალადობის წინაპირობა იყო 29 აგვისტო, როდესაც უმრავლესობის წევრებმა მერის კრიტიკის შეწყვეტა მომთხოვეს. მე ეს არ გავითვალისწინე, რასაც მოჰყვა თავდასხმა. მიზეზი ერთადერთია, რომ შევწყვიტო პოლიტიკური აქტივობა. მაქვს იმედი, რომ აღსრულდება სამართალი,"-განაცხადა გია უკლებამ.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უკლება თვლის, რომ გამოძიება ჯგუფურ თავდასხმაზეც უნდა დაიწყოს და საქმეში პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლიც უნდა დაემატოს.

უკლებას განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა. შენგელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის წევრები" მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობდნენ და საარჩევნო პერიოდის მშვიდ ვითარებაში ჩავლას უშლიდნენ ხელს.

"ხელისუფლების წარმომადგენლებს გვაქვს მეტი თმენის ვალდებულება, თუმცა, მათი მხრიდან პერმანენტულად ხორციელდება პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს დაზიანებას. ეს არის სიძულვილის ენის საუბარი ამომრჩევლისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირება 19 სექტემბერს მოხდა. ოპოზიციონერ დეპუტატს თავს უმრავლესობის წევრები დაესხნენ. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ გია უკლება სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსებით სალომე ზურაბიშვილსა და მის ამომრჩეველს შეურაცყოფას აყენებდა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 5 - 19 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019