პოლიტიკა
"ქუთაისში კორპუსების 80%-ის სარდაფებში წყალი დგას"
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერაბ მეშველიანი ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსების სარდაფებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს. დეპუტატის განცხადებით, წლებია, რაც კორპუსების სარდაფებში წყალი დგება და შენობების მდგრადობას საფრთხე ექმნება. მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ავანგარდის, პასილოკისა და ავტოქარხნის დასახლებებში.

"წყალი სარდაფებში რამდენიმე მიზეზით გროვდება, მათ შორისაა წყლის ქსელიდან ქცევა, კანალიზაციის ქცევა სადარბაზოებში და გრუნტიდან ჩადენილი წყლები. ქუთაისში კორპუსების 80%-ის სარდაფებში წყალი დგას,"-ამბობს მერაბ მეშველიანი.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ადგილზე ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩატარდეს და კორპუსების მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. მისივე განმარტებით, უნდა შეიქმნას შესაბამისი პროექტი, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მეშველიანის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად 100 000 ლარი საკმარისია.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წინაშე საკითხი რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, მერია პასუხისმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს და რეალური შედეგი არ ჩანს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ პრობლემებს მწყობრიდან გამოსული წყლის სისტემები ქმნის, რაც წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებლობაა. მისივე განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე კორპუსის ამხანაგობებმა უნდა იზრუნონ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019