პოლიტიკა
"ეჭვი მაქვს, სადმე აახიეს ჩვენი პლაკატი და სპეციალურად მიაწებეს გრიგოლ ვაშაძის პლაკატს"
"ევროპული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უარყოფენ. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე მათ დავით ბაქრაძის პლაკატები არ გადაუკრავთ. პარტიაში განმარტავენ, რომ დავით ბაქრაძის პლაკატი ერთი თვით ადრე გაიკრა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ერთი კვირის წინ, რაც აღნიშნულ ფაქტებს სრულიად გამორიცხავს.

"ჩვენ პლაკატები ერთი თვის წინ გავაკარით, მაგათ ერთი კვირის უკან, როგორ შეიძლებოდა თეორიულად ჩვენი პლაკატები ყოფილიყო გადაკრული. ეგენი არიან ტიპიური პროკოვატორები. ერთადერთი ადგილი, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ თქვენი პლაკატებია გადაკრულიაო, იქ შარშანდელი არჩევნების ერთადერთი პლაკატია დარჩენილი. სავარაუდოდ, ეჭვი მაქვს, სადმე აახიეს ჩვენი პლაკატი და სპეციალურად მიაწებეს გრიგოლ ვაშაძის პლაკატს. გამორიცხულია, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა,"-აცხადებენ "ევროპული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის წევრი სევერიან გორდულაძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატს "ევროპული საქართველოს" კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატი გადააკრეს. ინფორმაციას, ვიდეო მასალასთან ერთად, სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის"-ს წევრი მამუკა საღარეიშვილი ავრცელებს.

| Print |