პოლიტიკა
დათო ტურაშვილი პარლამენტის გადატანაზე: ხელისუფლებაში ძალიან ცუდად იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია
მწერალმა დათო ტურაშვილმა პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხზე საკუთარი პოზიცია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე დააფიქსირა. როგორც დათო ტურაშვილმა განაცხადა, მან პარლამენტის თბილისში გადატანაზე ვერც ერთი მყარი არგუმენტი მოისმინა. მისივე თქმით, დეპუტატებს საკუთარი კომფორტი სურთ ან ქვეყნის ისტორია არ იციან.

"ახალს ვერაფერს გეტყვით, მიზეზი რამდენიმეა, ალბათ ის, რომ ხელისუფლებაში ძალიან ცუდად იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჰგონიათ, რომ სამშობლო მხოლოდ ვაკეშია. ბევრია ხელისუფლებაში გაუნათლებელი, რომლებსაც ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ქვეყნის ისტორიაზე. განცხადებები, რომლებიც მოვისმინე იყო შეურაცხმყოფელი. მაგალითად ის, რომ ამომრჩეველს ვეღარ შეხვდებიან ან ბავშვს სკოლაში ვეღარ შეიყვანენ. იმის მაგივრად, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია, ეს ადამიანები სამშობლოს ასე ვიწროდ ხედავენ. არ იციან, რომ ქუთაისი დედაქალაქი იყო. დეპუტატებს არ უნდათ პარლამენტი ქუთაისში, რადგან უნდათ კომფორტი. ვერც ერთი დამარწმუნებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რაც მოვისმინე იყო შეუაცხმყოფელი, კომიკური და სასაცილო,"-განაცხადა ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი თბილისში ფუნქციონირებას 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. ქუთაისში არსებული შენობა კი შსს-ს საკუთრებაში გადავა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
"თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ" - სამსონ გუგავა
12:16 / 18.10.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს
15:52 / 17.10.2018
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
10:44 / 17.10.2018
გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
ვალუტა
EUR
EUR
3.0921
TRY
TRY
0.4796
USD
USD
2.6972
ამინდი
თბილისი 11 - 23 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img