პოლიტიკა
"ვალში გადავარდნილი მხატვრები და ნარცისი მერი შეგვრჩა" - ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლებენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის. შუშანია თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. როგორც ოპოზიციის წევრი აცხადებს, მან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მერიას 11 სექტემბერს მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია. შუშანია იმ ხარჯების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას, რომელიც ქუთაისელი მხატვრების იტალიაში ვიზიტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, მათ შორის ქუთაისის მერის სტუმრობაზე დაიხარჯა.

გიგა შუშანია განმარტავს, რომ საბოლოოდ დაზარალებული მხატვრები გამოვიდნენ, რომლებმაც ვიზიტის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფარეს და მათთვის თანხა არ აუნაზღაურებიათ. შუშანია ირწმუნება, რომ ქალაქის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა საკუთარი ვიზიტის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფარეს.

"თურმე, მხატვრებს არ მიუღიათ არც ერთი თეთრი. მასპინძელი მხარე მხოლოდ იქ ყოფნის ხარჯებს ანაზღაურებს. მერმა და მაღალჩინოსნებმა კი მგზავრობის, ყოველდღიური ხარჯებისა და საჩუქრების თანხა აიღეს ბიუჯეტიდან. ახლა გასაგებია, რატომ ვერ ვიღებ ინფორმაციას. ამ ისტორიიდან ვალში გადავარდნილი მხატვრები და ნარცისი მერი შეგვრჩა,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სასამართლოში სარჩელს საიასთან ერთად შეიტანს.

გიგა შუშანია აცხადებს, რომ ქალაქის მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მხატვრებს მგზავრობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი მხატვრები იტალიაში, კოზენცაში აგვისტოში გაემგზავრნენ. მათ პლენერში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ იქ ყოფნის დროს დახატა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
15:39 / 18.01.2019
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
17:05 / 14.01.2019
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
14:12 / 14.01.2019
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
23:14 / 11.01.2019
"თუ საკრებულომ არ მოითხოვა, მე მოვითხოვ
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 10 °C
img
ბათუმი 5 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019