პოლიტიკა
"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა
გასულ კვირას პოლიტიკური ცენტრ გირჩის პრეზიდენტპბის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არაფორმალურ მმართველობას ასახელებს და იმას, რომ მმართველ გუნდში არ გააჩნიათ ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა.

"ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. მათ შორის ის, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეშია რამდენიმე წელია, არ გააჩნია ხედვა თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. მეორე პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. მცდელობა იმისა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ გააკონტროლოს სხვა ძალები, რაც ქვეყანაში არსებობს. ასევე არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ეს ყველაფერი შესაცვლელია. ცხადია, პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება, რომ ბევრი მიმართულებით შეცვალოს რაღაცები, მაგრამ ჩემი აზრით თუ პრეზიდენტს გააჩნია სურვილი იომოს, ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა იქნება შესაძლებელი",- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" და თავადაა.

არჩევნებში პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" პირველად მონაწილეობს. პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირბები კი ასეთია: 


სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება,

თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგდება 5 წელიწადში,

ნარკოდანაშაულზე დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შწყალებული იქნებიან, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები,

ვეტო დაედება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონს,

მინისტრების ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით. 


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება და ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს 6 წლით მოსახლეობა აირჩევს. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში
სახელმწიფო რწმუნებული
15:57 / 20.08.2019
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრებს აგრძელებს.
12:28 / 20.08.2019
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის
15:02 / 19.08.2019
ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
11:57 / 10.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით
მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
21:09 / 07.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019