პოლიტიკა
კოზენცაში ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის ვიზიტის ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა
ქუთაისის მერია იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ოფიციალური დელეგაციის სტუმრობის ხარჯებს ასაჯაროვებს. მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა. აქედან სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4800 ლარი. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი თანხა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211-ე დადგენილების მე-3 მუხლის, მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად გაიცა.

"აღნიშნულ მუხლში წერია რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ასევე, თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით,"-აცხადებენ მერიაში.

მერიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის ვიზიტი ქალაქ კოზენცაში მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ოფიციალური მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის მიზანი იყო ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშრომლობის გზებზე საუბარი და ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა ოფიციალურად ქალაქ კოზენცას მერიის შენობაში შედგა ქუთაისის მერსა და კოზენცას მერ მარიო ოჩიუტოს შორის სადაც სამომავლო ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამებს შეეხო საუბარი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრის გასტროლი იგეგმება კოზენცაში. ქუთაისსა და კოზენცას შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიაში პლენერში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ იქ ყოფნის დროს დახატა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
15:39 / 18.01.2019
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
17:05 / 14.01.2019
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
14:12 / 14.01.2019
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
23:14 / 11.01.2019
"თუ საკრებულომ არ მოითხოვა, მე მოვითხოვ
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 10 °C
img
ბათუმი 5 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019