პოლიტიკა
"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდა
"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდა. დავით უსუფაშვილმა ყურადღება პრეზიდენტის მოვალეობებზე გაამახვილა, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე:

"რა აცარიელებს ქვეყანას? გაუსაძლისი მდგომარეობა და ის , რომ მოვა ვიღაც ხელისუფლებაში და ვინც იმ ხელისუფლების მომხრე არ არის უნდა მოერიდონ, გვერდზე გაიხედონ. 30 წელია მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელ საქართველოს ვერ ვუპატრონეთ. ამის მოვლა და გაკეთება ევალება პრეზიდენტს ა ამის გაკეთებას მგონია, რომ სხვაზე უკეთ მოვახერხებ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან მხარდამჭერებს 18 პუნქტიანი ჩამონათვალი წარუდგინა, რომელშიც პრეზიდენტის მოვალეობებზე იყო საუბარი.



დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას უმეტესი დრო "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბარს დაუთმო.

"2011 და 2012 წელს ხალხმა რომ თქვა "ნაციონალური მოძრაობა" აღარ გვინდაო, ისევ იქ გვაბრუნებენ. ისევ იმაში გვარწმუნებენ, რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მობრუნება. ისინი მართლები არიან, მაგრამ რა ვუყოთ, რომ არც "ქართული ოცნების" გაჩერება შეიძლება ხელისუფლებაში. ესე იგი არჩევანი მარტივია. 28 ოქტომბერს არჩევანი უნდა გაკეთდეს წინ." - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება და ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტს 6 წლით მოსახლეობა აირჩევს. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

| Print |