Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს"-აქცია ქუთაისში
"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას"- აღნიშნული სლოგანების ფონზე ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას გადადგომისაკენ მოუწოდეს. ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებამ კრიმინალურ რეჟიმს არა უნდა უთხრას.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრი გია უკლება აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ 28 ოქტომბერს უნდა ჩამოირეცხოს.

"ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს. ეს არის ნეპოტიზმის, ადამიანების სარდაფებში წამების, კორუფციის ჭუჭყი,"-ამბობს გია უკლება.

ქუთაისის ყოფილი მერი და "ძალა ერთობაშია"-ს წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყნის უკუსვლის შესახებ საზოგადოებაში მხოლოდ ეჭვი არსებობდა, ჩანაწერების გასაჯაროვებამ აღნიშნული დაადასტურა.

"დადასტურდა, რომ დღეს ქვეყანა სარდაფით იმართება. თუ დღეს საკადრის პასუხს არ გავცემთ ხელისუფლებას, ჩვენს შვილებს უმომავლობისთვის გავწირავთ,"-განაცხადა გია თევდორაძემ.

"ძალა ერთობაშია"-ს წევრის გიგა შუშანიას თქმით, ხელისუფლებას კრიმინალების ბანდა მართავს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლული.

"საქართველოს დღეს კრიმინალების ბანდა მართავს. ქართველი ხალხის ხარჯზე ისინი სასახლეებს იშენებენ. აღმოჩნდა, რომ თითოეულ გავლენიან პირს ხელისუფლებაში ჰყავს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება,"-აცხადებს გიგა შუშანია.

"რუსთავი 2-მა" აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ "ქართული ოცნების" დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

ჩანაწერებიდან მრავალ კანონდარღვევას ეხდება ფარდა, მათ შორის ადამიანების გატაცების, წამების და არაფორმირებული შეიარაღებული ფორმირებების შესახებ.  

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სსკ 150-ე მუხლის პირველი, 157"-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა. საუბრის ნამდვილობა უკვე დაადასტურა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის