პოლიტიკა
მრჩეველთა საბჭო მერს პარლამენტის გადატანის თემაზე პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ ქალაქის მერს პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებენ. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წევრები და სოციალური აქციის ორგანიზატორები მაისურებით წარწერით- "დატოვე პარლამენტი ქუთაისში!" გამოცხადნენ. მათი განცხადებით, საზოგადოება დიდი ხანია მერის ან მერის სახელით გაკეთებულ განცხადებას ელოდება.

"მერის სახელით განცხადება არ მოგვისმენია, მოვისმინეთ საკრებულოს დონეზე. ჩვენი საზოგადოება ელოდება მერის სიტყვებს,"-განაცხადა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ.

საბჭოს წევრმა ქეთევან ბერძენიშვილმა იმ სარგებლის შესახებ ისაუბრა, რაც ქუთაისს პარლამენტის ქალაქში სრულად ფუნქციონირების შემთხვევაში ექნებოდა.

"ქალაქის მერობა არ ნიშნავს პარტიულობას, ნიშნავს მოქალაქეთა ინტერესების გატარებას. პარლამენტის ქალაქში სრულად ფუნქციონირების შემთხვევაში, ქუთაისს ექნება განვითარების შანსი. იგეგმებოდა ბევრი მსხვილი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას მოუტანს ქალაქს,"- განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ რას ფიქრობს თვითმმართველობა.

"ქალაქის ხელისუფლებას კარგა ხნის წინ უნდა ეთქვა სიტყვა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ფიქრობს თვითმმართველობა,"-ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

საბჭოს წევრები ქალაქის მერისადმი პოზიციის დაფიქსირების მოწოდებასასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019