ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავდება შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. ექსპერტი შემოგვთავაზებს უნივერსალური დიზაინის ფარგლებში შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მისულმა ეტლით მოსარგებლე თამარ ხაჭაპურიძემ სხდომათა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო. მიზეზი მერიის არაადაპტირებული შენობაა. შშმ პირმა მერიის შესასვლელში განთავსებული პანდუსით ისარგებლა, თუმცა, მეორე სართულზე ასვლა, სადაც დარბაზი მდებარეობს, ვეღარ შეძლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *