პოლიტიკა
არც ერთი ხე საარჩევნო პლაკატების გარეშე ზესტაფონში (ფოტო)
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებამდე 4 დღე დარჩა. პარტიების წარმომადგენლები ქალაქებში საარჩევნო პლაკატების გაკვრას აქტიურად ცდილობენ. გამონაკლისი არც ზესტაფონია, სადაც საარჩევნო პლაკატის გარეშე არც ერთი ხეა დარჩენილი. ქალაქში არსებულ მწვანე ნარგავებსა და მოსასვენებელ პარკებში არსებულ ხეებზე უმეტესად გრიგოლ ვაშაძის, სალომე ზურაბიშვილისა და დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული.

ზესტაფონის საკრებულოს 2018 წლის განკარგულების მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად შემდეგი ადგილები გამოიყო: ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის ზოლის მიმდებარე ბეტონის კედელი და მგზავრთა მოსაცდელები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული ქონება, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში.

განკარგულება კრძალავს პლაკატების განთავსებას საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერსა და საგზაო ნიშნებზე.

განკარგულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ არ შეიძლება სააგიტაციო მასალების გაკვრა დასასვენებელ პარკებსა და ბაღებში, თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული დასაშვებია თუ არა სააგიტაციო მასალების განთავსება ქალაქში არსებულ სხვა მწვანე ნარგავებზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.  

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.











FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019