საიამ წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა. ანგარიშში, რომელის

პრეზენტაციაც დღეს გაიმართა შესულია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი, ფიზიკური დაპირისპირების 3 ფაქტი, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის სავარაუდო ხელშეშლის 1 ფაქტი, სავარაუდო ზეწოლა – 4 ფაქტი,პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლება -1 ფაქტი, სავარაუდოდ უკანონო შემოწირულობის 7 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 5 ფაქტი, უკანონო აგიტაციის სავარაუდო 4 ფაქტი, კანდიდატებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლისა და სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები.

“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. მათ შეძლეს საკუთარი პროგრამებისა და დაპირებების ამომრჩევლისათვის გაცნობა ამომრჩევლებთან უშუალოდ შეხვედრების გზით, თუმცა კამპანიას არ ჩაუვლია აგიტაციაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური განცხადებების გარეშე. აგრეთვე, როგორც 2016-2017 წლებში, კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება. სიძულვილის ენისა და პირადი შეურაცხყოფის ტირაჟირებას ადგილი ჰქონდა სოციალური ქსელების საშუალებითაც, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება facebook- ის სხვადასხვა დასპონსორებული გვერდებიდან/ანგარიშებიდან ხდებოდა. ამ გვერდების დამფინანსებლების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.”- წერია ანგარიშში. 

ანგარიში ვრცლად იხილეთ – https://www.gyla.ge/ge/post/saias-tsinasaarchevno-garemos-shualeduri-shefaseba#sthash.Qs4R2dYu.dpbs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *