ჭიათურაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა უბნები დროულად გაიხსნა, თუმცა დაიწერა ორი საჩივარი.

ერთი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სავარაუდო არ დაშვებას ეხება.

“ერთაგნ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრს უთხრეს რომ დილის პროცედურები მიმდინარეობს. კარები დახვდა დაკეტილი. ისე გაბრუნდა არ უთქვამს რატომ არ შეუშვეს 8 საათამდე და დააფიქსირეს რომ შეეზღუდა შესვლა. ერთგან პირველი ამომრჩეველი ცხრის წუთებზე მივიდა. დრო დასჭირდა რეგისტრაციას, შესვლას და გამოსვლას. საკონტროლო ფურცელი უნდა ყოფილიყო შევსებული და მთლიან პროცედურას 15 წუთზე მეტი დასჭირდა. ადგილზე ამომრჩეველს პრეტენზია არ განუცხადებია. თავად არ დაუწერია საჩივარი. შემდეგ მისმა წარმომადგენელმა დაწერა”,- განაცხადა ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა სამხარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *