პოლიტიკა
ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნზე დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 საათის მონაცემებით დაწერეს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. ორგანიზაციამ დარღვევა დააფიქსირა ბაღდათის მუნიციპლუტეტში.

კერძოდ, "ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნზე დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა." - აცხადებენ საია-ში. 

საია-ს კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის
| Print |