პოლიტიკა
,,ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს" - გიორგი ჭიღვარია
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ის ხმის მისაცემად ქუთაისში მე-15 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

,,ხმა მივეცი ზეპარტიულ კანდიდატს, რომელიც მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი იქნება და კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრული უფლებების პირნათლად შესრულებას შეძლებს. მჯერა, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფოტო: არქივი
| Print |