პოლიტიკა
ქუთაისში საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების ფაქტი დაფიქსირდა
ქუთაისის #59 უბანზე საკონტროლო ფურცელი ისე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რომ არ შეავსეს პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ფაქზტე საიას დამკირვებელმა საჩივარი დაწერა.

"საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ამ ეტაპისთვის ძირითადად ფიქსირდება პროცედურული დარღვევები. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა."- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
| Print |