ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში

15:00 საათისათვის 31 საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივრების უმეტესობა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის, 12 საიასია, ხოლო დანარჩენი სხვა პოლიტიკური სუბიექტების.

საჩივრებზე რეაგირებას საოლქო საარჩევნო კომისია 2 დღის ვადაში მოახდენს.

ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *