პარტია “თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო შტაბის

ხელმძღვანელმა გოგი წუალაიამ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ბრიფინგი გამართა. წულაიამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოქალაქეთა აქტივობის დაბალი მაჩვენებელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული კამპანიების დამსახურებაა. მისივე თქმით, უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა ფულის დარიგებით ხდება.

“მაქვს ინფორმაცია, რომ დათვლის დროს ჩვენი ხმები ისევე გაყალბდება, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა. აუცილებლად ვეცდები ხმების დაცვასა და ხელახლა გადათვლას,”- განაცხადა წულაიამ.

“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლის თქმით, მეორე ტური გარდაუვალია. გოგი წულაია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუთაისსა და თბილისში აქციების გამართვას გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *