პოლიტიკა
ხარაგაულში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ხარაგაულში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მან ხმების 47,4% დააგროვა. გრიგოლ ვაშაძემ - 30,99%, დავით ბაქრაძემ - 13,62%, შალვა ნათელაშვილმა 2,56% მიიღო. სხვა კანდიდატების მაჩვენებლები 2 პროცენტზე ნაკლებია.

ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია. 

შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა  6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.




| Print |