ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მან ხმების 42,8 % მოაგროვა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 31,15 % აქვს. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძემ 14,7% მოაგროვა, ხოლო “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა 4,29%.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვითაა ცნობილი.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877 შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *