პოლიტიკა
საჩხერეში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
ცესკოს ინფორმაციით, საჩხერეში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია ლიდერი. მან ხმების 77,08% მიიღო. მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 10,28%-ით, შემდეგია "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხმათა 6.27%-ით. შალვა ნათელაშვილმა ხმათა 2.14 % მიიღო.

ხმათა დანარჩენი რაოდენობა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე გადანაწილდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვითაა ცნობილი.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877 შეადგინა.
| Print |