ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თერჯოლაში

სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მან ხმების 37, 85 % მიიღო. გრიგოლ ვაშაძეს 28,1 % აქვს, დავით ბაქრაძეს 27,33%, შალვა ნათელაშვილმა  კი 2,6% მიიღო. დანარჩენ კანდიდატებს 2 პროცენტზე ნაკლები მაჩვენებლები აქვთ. 

ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა 6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *