ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია საპრეზიდენტო

არჩევნების შედეგებს აჯამებს. როგორც შენგელია აცხადებს, არსებული შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომლებიც პარტიამ უნდა გააანალიზოს. 

“ფაქტი არის ის, რომ ქუთაისმა არჩევნების გზით ჩვენ, მმართველ პარტიას, მიგვითითა ბევრი რამისკენ. ეს განწყობა და მესიჯი, რომელიც არჩევნებმა დაგვანახა არის ის, რომ ხალხის ხმა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მმართველ პარტიას ნამდვილად ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, იმაზე მეტი, ვიდრე არჩევნებზე დაფიქსირდა,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ და აღნიშნა, რომ მას მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში ჩავლის მოლოდინი აქვს. 

ამ დროისათვის 3705 უბნიდან მონაცემები 3693 უბანზეა დათვლილი. მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38,64 % აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 37,74 %.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877-ს შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *