ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში

საჩივრების განხილვა დღეს დაიწყება.  საოლქო საარჩევნო კომისიაში 38 საჩივარია შესული. ყველაზე მეტი საჩივარი საიას ეკუთვნის-12, შემდეგია “საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია”, რომელმაც 10 საჩივარი დაწერა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -6 საჩივარი, “სამართლიანი არჩევნები”-4 საჩივარი.

ოსეფაიშვილის განმარტებით, არც ერთ საჩივარში ბათილობა მოთხოვნილი არ არის და აღნიშნულის განხილვა შედეგებს ვერ შეცვლის.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 

ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 500 საჩივარი შევიდა. შესული საჩივრების უმეტესობა, საარჩევნო დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *