პოლიტიკა
"ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია"-ქუთაისის ვიცე-მერი
ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე დღეს მედიასთან განცხადება გააკეთა. როგორც იობაშვილმა განმარტა, საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" მეპატრონის ბრალდება ზეწოლასთან დაკავშირებით აბსურდულია. იობაშვილი აცხადებს, რომ მას სააგენტოს მფლობელთან კონტაქტი არ ჰქონია. 

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი მედია. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. მივმართავ სააგენტოს წარმომადგენელს, წარადგინოს მტკიცებულება და ავიღებ პასუხისმგებლობას,"-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა.

ქუთაისის ვიცე-მერი სააგენტოს თანამშრომლებს მუშაობის განახლებისაკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ახალი ამბების სააგენტოს მეპატრონემ კოტე ცირეკიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ განათავსა და განაცხადა, რომ მას მედიასაშუალების დახურვას ქუთაისის ვიცე-მერი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი აიძულებდნენ.
| Print |