შესაძლო ზეწოლას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატზე

უმრავლესობის წარმომადგენელი მარეხ ნიჟარაძე გამოეხმაურა. მან საკითხზე კომენტარი მედიასთან გააკეთა. ნიჟარაძის თქმით, შესაძლო ზეწოლა ელეონორა არჩაიას მიმართ “ქართული ოცნების” გუნდში გაირკვევა და დეპუტატს ოპოზიციონერი დეპუტატების სოლიდარობა არ სჭირდება.

“არ ვიცი რას ადასტურებს არჩაია. იმ ადამიანებისაგან ნამდვილად ვერ მივიღებდი მხარდაჭერას, რომლებმაც დაარბიეს ტელეკომპანია “იმედი”. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არჩაიას “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის მხარდაჭერა დასჭირდეს. ჩვენ ვდგავართ არჩაიას გვერდით, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. თუ რამე განაწყენება იყო ან ვიღაცამ გადაამეტა, აუცილებლად გაირკვევა და ყველას მოეთხოვება პასუხი,”-განაცხადა მარეხ ნიჟარაძემ.

საკრებულოს სხდომაზე ელეონორა არჩაიას სოლიდარობა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუცხადეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *