“წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა

ტენიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ადაპტირება მოხდება პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.” – ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე UშAID-ის პროგრამა GGI-ს წარმომადგნელებს შეხვდა არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად. შეხვედრაზე ქუთაისის მერიის შენობის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირების საკითხი განიხილეს. არქიტექტორმა მერის მოადგილესა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ქუთაისის მერიის შენობა, 2019 წელს სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში რომლის თანახამადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *