პოლიტიკა
თეთრი ხიდი გახსნამდე ორი დღით ადრე
თეთრი ხიდის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. ჩასატარებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ხიდზე განთავსებული ფილები კიდევ ერთხელ უნდა გაილაქოს.

"ძალიან მომწონს, უხდება ქუთაისის ხედს. მომწონს ფიგურები და ფრაზები,"- ამბობს ნათია ხუციშვილი.

"ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ როდესაც ზამთარში მოიყინება, არ ვიცი როგორი იქნება,"-ამბობს თემურ კუხალაშვილი.

"ძველი ხიდი ჯობდა, ის უფრო ლამაზი იყო და უფრო შეეფერებოდა ქუთაისს,"-ამბობს ნუკრი სოფრომაძე.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. 

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე გაიხსნება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე წარმოდგენილი იქნება პერფომანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე. ღონისძიებას ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.

თეთრი ხიდის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.

როგორ გამოიყურება თეთრი ხიდი გახსნამდე ორი დღით ადრე:




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს
მთავრობამ უკვე მიიღო.
11:27 / 17.09.2019
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019