პოლიტიკა
ქუთაისის მერიას რეაბილიტირებულ თეთრ ხიდს უწუნებენ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხელისუფლებას თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს. გიგა შუშანიამ ხიდზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ქუთაისის მერიამ წყალში გადაყარა. მისი განმარტებით, ხიდზე სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და მოქალაქეებისათვის მასზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის.

"ეს არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ხიდის ზედაპირი არის არამდგრადი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო და პროექტით გათვალისწინებული იერსახე ვერ მისცა ხიდს, ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას,"-განაცხადა შუშანიამ.

როგორც ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დასაქმებულები აცხადებენ, ხიდზე გადაადგილება ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხო იქნება.

"ხის მასალა უფრო სრიალებს, სრიალებს ასფალტიც, ზამთარში ყველაფერი სრიალებს. საყრდენზე ადრე უფრო მეტი დაწოლა იყო ასფალტის სახით და ახლა უფრო შემსუბუქდა. მატარებელმა რომ გადაიაროს ის გაუძლებს,"-ამბობს რამაზ ხურციძე.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ალმა რუს საქართველომ" შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა. ხიდი 2 დღის წინ გაიხსნა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით,
19:26 / 14.11.2018
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს"
ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ცოტნე ზურაბიანი უხელმძღვანელებს
19:36 / 14.11.2018
"გადავდივართ პროაქტიულ მუშაობაზე."- ამის შესახებ
არჩევნების მეორე ტურის თარიღი კვლავ უცნობია- ცესკოში ჩანიშნული სხდომა გადაიდო
13:32 / 14.11.2018
ცესკოში დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო,
"არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს"
12:08 / 14.11.2018
სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო
ცესკო დღეს არჩევნების მეორე ტურის თარიღის შესახებ იმსჯელებს
11:55 / 14.11.2018
ცესკო დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის
"ძალა ერთობაშია"  "ქართულ ოცნებას" თაღლითობაში ადანაშაულებს
10:53 / 14.11.2018
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0517
TRY
TRY
0.4929
USD
USD
2.7155
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 15 °C
img
ბათუმი 10 - 13 °C
img