Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"თეთრი ქვების იმიტაცია უნდა განთავსდეს ხიდზე"-თეთრ ხიდზე სამუშაოები კვლავ გაგრძელდება
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს თეთრ ხიდზე სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შესახებ ხიდის პროექტის ავტორმა ავტორმა გია ხუჯაძემ უპასუხა. როგორც ხუჯაძე აცხადებს, ხიდი გადასაადგილებლად მოქალაქეებისათვის უსაფრთხოა. რაც შეეხება მდგრადობას,  ავტორის განმარტებით, ხიდზე განთავსებული ლითონის საფარი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეაბილიტაციამდე არსებული.

"ლითონის საფარი ახლა უფრო მჩატეა, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო და ეს ხიდის მდგრადობას ხელს ვერ შეუშლის. იქნება თუ არა უსაფრთხო ხიდზე გადაადგილება მისი მოყინვის დროს, პრაქტიკა გვაჩვენებს. მოყინვის დროს ნებისმიერი ზედაპირი ცურავს. უბრალოდ, ფრთხილად უნდა იაროთ, უნდა მოუფრთხილდეთ თავს,"-აცხადებს გია ხუჯაძე.

პროექტის ავტორის თქმით, ხიდზე სამუშაოები დასრულებული არ არის და ის მერიას ჯერ არ ჩაუბარებია. გია ხუჯაძის განმარტებით, ხიდზე თეთრი ქვების იმიტაცია განთავსდება და ის პროექტიდან ამოღებული არ არის.

"ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოებს ახლავს ხარვეზი, რომელსაც შემდეგ ასწორებენ. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები. ხარვეზების გამოსწორების გარეშე, კომპანია ვერ მიიღებს კუთვნილ თანხას. თეთრი ქვების იმიტაცია უნდა განთავსდეს ხიდზე, პროექტიდან ის ამოღებული არ არის,"-ამბობს ხუჯაძე.

რაც შეეხება ხიდის ჩაბარების თარიღს, აღნიშნული უცნობია, თუმცა, როგორც ხუჯაძე ირწმუნება, მასზე გადაადგილება უსაფრთხოა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიდება.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ალმა რუს საქართველომ" შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის