პოლიტიკა
"ძველი და ახალი კრიმინალები გაერთიანდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად"
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი გია უკლება "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ქუთაისის ყოფილი მერის შოთა მურღულიას დაბრუნებას ეხმაურება. გია უკლებამ მურღულიას მერობის პერიოდი გაიხსენა და დაუსრულებელ პროექტებზეც ისაუბრა.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა მურღულია "ქართული ოცნების" შტაბს ძველი გვარდიის სახელით დაუბრუნდა, თუმცა, ეს არა ძველი, არამედ კრიმინალური გვარდიაა. მურღულიას საგმირო საქმეები კარგად გვახსოვს ასათიანის ქუჩაზე. ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საქმე პროკურატურაშიც არის აღძრული. ძველი და ახალი კრიმინალები გაერთიანდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად,"-განაცხადა გია უკლებამ.

ოპოზიციის წევრი მოქმედი მერის საქმიანობასაც აფასებს და აცხადებს, რომ გიორგი ჭიღვარიას ნამოღვაწარი თეთრი ხიდიდან გამომდინარეც კარგად ჩანს. 

"ჯერ ნიკო ნიკოლაძე და იაკობ ნიკოლაძე აერიათ, მერე თეთრ ხიდზე შეეშალათ ლექსის ავტორი. დღევანდელი მერი არის სრული უწიგნური და მას წარმოდგენა არ აქვს ქუთაისის კულტურასა და ისტორიაზე. "ქართული ოცნება" გასატანია ქვეყნიდან,"-განაცხადა უკლებამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირწმუნება, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე უფრო მეტი უპირატესობით გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის. ქუთაისის მერიაში აღნიშნულს ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ.

ქუთაისში თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნიდან, 2 დღეში ხიდის საფარი დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ალმა რუს საქართველომ" შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით,
19:26 / 14.11.2018
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს"
ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ცოტნე ზურაბიანი უხელმძღვანელებს
19:36 / 14.11.2018
"გადავდივართ პროაქტიულ მუშაობაზე."- ამის შესახებ
არჩევნების მეორე ტურის თარიღი კვლავ უცნობია- ცესკოში ჩანიშნული სხდომა გადაიდო
13:32 / 14.11.2018
ცესკოში დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო,
"არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს"
12:08 / 14.11.2018
სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო
ცესკო დღეს არჩევნების მეორე ტურის თარიღის შესახებ იმსჯელებს
11:55 / 14.11.2018
ცესკო დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის
"ძალა ერთობაშია"  "ქართულ ოცნებას" თაღლითობაში ადანაშაულებს
10:53 / 14.11.2018
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0517
TRY
TRY
0.4929
USD
USD
2.7155
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 15 °C
img
ბათუმი 10 - 13 °C
img