“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების

შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას. კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ორგანიზაციამ ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა. აქედან 18-მა ხარჯები არ გაასაჯაროვა, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.

“წარმომადგებლობითი ხარჯების მხრივ ყველაზე მეტი დანახარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ხუთეულში ასევე შედის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია.​​​​​​​ მხოლოდ ამ ხუთი საჯარო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯი ჯამში 26 მლნ ლარზე მეტია, რაც  სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს,”-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *