პოლიტიკა
ზესტაფონის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მისი ადგილი ელგუჯა კვეტენაძემ დაიკავა. როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, ბესიკ ლეონიძე სამსახურიდან საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. 

"ზესტაფონში მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მერის მოადგილის წასვლასთან, ეს იყო მიზნობრივად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი აქციები. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გათავისუფლების ბრძანება ბესიკ ლეონიძის პირადი განცხადების საფუძველზე გავაკეთე,"-განაცხადა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ეკა დუგლაძემ.

მერის ახალი მოადგილე მუშაობას დღეს შეუდგა.

რაც შეეხება ქალაქის მერს კახაბერ მახათაძეს, ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და მსგავსი სახის ინფორმაცია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერის შესახებ ვრცელდება. მერიაში უარყოფენ იმ ფაქტსაც, რომ კახაბერ მახათაძესა და ზესტაფონში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება მოხდა, რის მიხედვითაც მერი თანამდებობას ერთი თვის ვადაში დატოვებდა. მათივე განმარტებით, მერს აქციის მონაწილეებთან პირადი შეხვედრები არ ჰქონია.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით,
19:26 / 14.11.2018
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს"
ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ცოტნე ზურაბიანი უხელმძღვანელებს
19:36 / 14.11.2018
"გადავდივართ პროაქტიულ მუშაობაზე."- ამის შესახებ
არჩევნების მეორე ტურის თარიღი კვლავ უცნობია- ცესკოში ჩანიშნული სხდომა გადაიდო
13:32 / 14.11.2018
ცესკოში დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო,
"არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს"
12:08 / 14.11.2018
სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო
ცესკო დღეს არჩევნების მეორე ტურის თარიღის შესახებ იმსჯელებს
11:55 / 14.11.2018
ცესკო დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის
"ძალა ერთობაშია"  "ქართულ ოცნებას" თაღლითობაში ადანაშაულებს
10:53 / 14.11.2018
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0517
TRY
TRY
0.4929
USD
USD
2.7155
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 15 °C
img
ბათუმი 10 - 13 °C
img