პოლიტიკა
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ტრენინგები ჩაუტარდათ
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, კომპეტნციის ზრდის მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ. როგორც საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, საბჭოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანია საბჭოს წევრების კომპეტენციის ზრდა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიზნის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებებისა და განათლებისათვის" საბჭოს ტრენინგთა სერია შესთავაზა.

"გულწრფელი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას "უფლებებისა და განათლებისათვის", რომელმაც "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ტრენინგთა სერია შესთავაზა. ეს პროცესი, რომელიც მიმართულია საბჭოს წევრების კომპეტენციის ზრდისკენ, საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მიდის. საბჭოს, როგორც ქმედითი ინსიტუციის გაძლიერება ნიშნავს საზოგადოებაში აღნიშნული საკითხისადმი ცნობიერების ზრდას," - ამბობს ირაკლი შენგელია, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.

საბჭოს წევრებს ჯამში 3 ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: შშმ პირთა საკითხები; ლგბტი ადამიანთა უფლებები და ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებები; მსხვერპლთა საჭიროებები და დაცვის/დახმარების სერვისები სამართლებრივი და ინსტიტუციური ბარიერები.

აღნიშნული ტრენინგები "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
11:35 / 13.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019