“გადავდივართ პროაქტიულ მუშაობაზე.”- ამის შესახებ

წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა. ის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პარტია “ქართულ ოცნების” წყალტუბოს შტაბს პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი უხელმძღვანელებს.

“ჩვენი სამოქმედო გეგმით სისტემატური მუშაობის შედეგად მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურის შედეგები იყოს ის, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. ძალიან საინტერესო ინიციატივებით და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით ვართ წარდგენილი მეორე ეტაპზე. ამას საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში უკვე გრძნობს. მჯერა მეორე ტურით ქართული ოცნების მხარდაჭერილი კადიდატი გაიმარჯვებს და სახელმწიფო განაგრძობს დემოკრატიულად თავისუფალ გარემოში წარმატებისკენ ნაბიჯების გადადგმას.”  – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა. 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პირველ ტურში წყალტუბოში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,2 % დააგროვა. სალომე ზურაბიშვილმა კი 32,93%.

ცესკო-ს მონაცემებით,  ქვეყნის მასშტაბით, სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია. რადგან ვერცერთმა მათგანმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეროე ტური უნდა გაიმართოს.

არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *