პოლიტიკა
წყალტუბოს ბალნეო ცენტრისთვის საერთაშორისო ლიცენზიის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობენ
წყალტუბოში ბალნეო ცენტრების წარმომადგენლებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა შეხვდა. შეხვდრის მონაწილეების მხრიდან მთავარ პრობლემად საერთაშორისო ლოცენზიის არარსებობა დასახელდა. 

ბალნეო ცენტრების წარმომადგენელთა თქმით, მათ არ გააჩნიათ როგორც სახელმწიფოს ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული და მინიჭებული ლიცენზიები, რაც ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრის "ბიჰელსის"ექიმის თქმით მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ცენტრის ლიცენზირების საკითხი იმისთვის, რომ წყალტუბო მსოფლიო ასპარეზზე გავიდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ გავიდეთ მსოფლიო ასპარეზზე და წყალტუბო შევიდეს ევროპული კურორტების სიაში - ეს საკითხიც დადგა ჩეხი კურორტოლოგების მიერ და ამიტომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვესაჭიროება სახელმწფოს მხრიდან. კერძო მფლობელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ - დღეს ევროპული დონის ბალნეოლოგიური ცენტრი გვაქვს, ევროპული დონის სასტუმროები გვაქვს და უცილებელია წყალტუბოში განვითარდდეს ევროპული დონის ინფრასტრუქტურაც" - ამბობს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრის "ბიჰელსის"ექიმი მარინა შავიანიძე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავაც ამბობს, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სალიციენზიო და სანებართვო პირობები არ არის და არის და სარეაბილიტაციო მომსახურეობებს სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს. მიუხედავად ამისა, ცდილობენ საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში მოქალაქეთა საჭიროებები დააფინანსონ. 

"ქვეყანაში არ გვაქვს მსგავსი ტიპის არც სალიცენზიო და არც სანებართვო პირობები. არც სარეაბილიტაციო მომსახურებების სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება ხდება. ჩვენ, სამინისტრო ვცდილობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის რაც არის საჭირო ყველანაირი საჭიროებები დავაფინანსოთ. ასევე, ვცდილობთ არსებული ბიუჯეტით მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ჯანდაცვითი საკითხების მოგვარება"- აღნიშნა მაია ლაგვილავამ.

წყალტუბოს ბალნეო ცენტრის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ პრაქტიკა სარეთაშორისო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე სწორედ, მათი მუნიციპალიტეტის მაგალითზე დაინერგება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:42 / 17.02.2020
"გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან
ქუთაისის მერიამ
18:05 / 14.02.2020
ქუთაისის მერიამ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის
ქუთაისის მერიამ
18:05 / 14.02.2020
ქუთაისის მერიამ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის
ქუთაისის მერიამ
18:05 / 14.02.2020
ქუთაისის მერიამ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის
ქუთაისის მერიამ
18:05 / 14.02.2020
ქუთაისის მერიამ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020